Accentnews.ge
Credit Suisse-ს აქციები მკვეთრად დაეცა, მარეგულირებლები მის შესაძლო დახმარებაზე საუბრობენ

Credit Suisse-ს აქციები მკვეთრად დაეცა, მარეგულირებლები მის შესაძლო დახმარებაზე საუბრობენ

16/03/2023 05:56:29 მსოფლიო

შვეიცარიის მარეგულირებელმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, „საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ საბანკო ბიზნესის გიგანტს Credit Suisse", ვინაიდან სპეციალისტთა შორის უფრო ფართო მასშტაბის კრიზისის შიშს აჩენს ამერიკული Silicon Valley Bank-ს კრახი.

შვეიცარიის ეროვნული ბანკის კომენტარები მოჰყვა ცნობებს იმის შესახებ, რომ Credit Suisse-ის აქციების კურსი ოთხშაბათს სარეკორდო მაჩვენებლით, 24%-ით დაეცა.

შვეიცარიის საფონდო ბაზრებზე ყველა ძირითადი ინდექსი მკვეთრად დაეცა.

შვეიცარიის ეროვნული ბანკი და შვეიცარიის საფინანსო ბაზრებზე ზედამხედველობის უწყება შეეცადნენ, გაექარწყლებინათ შიშები. მათი თქმით, არ არის იმის არავითარი ნიშანი, რომ აშშ-ის საბანკო სფეროში მიმდინარე კრიზისი პირდაპირ შეეხება შვეიცარიის საფინანსო დაწესებულებებსაც. შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის ლიკვიდურობას შესთავაზებს Credit Suisse-ს.

გასულ თვეში Credit Suisse Group-მა განაცხადა, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ხანგრძლივი სასამართლო დავის ფარგლებში 210 მლნ დოლარი გადაუხადა.

2022 წლის მარტში გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარულ ბანკს სასამართლო დავა მოუგო და მისგან 500 მლნ დოლარზე მეტი მიიღო (Bloomberg-ი 607 მლნ-ს დოლარს ასახელებს) გადაწყტილება მაშინ ბერმუდის სასამართლომ მიიღო.

გასული წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა ზომებს, რომ თავიდან აეცილებინა ივანიშვილის კუთვნილი 1,27 მილიარდი დოლარის დაკარგვა.

ივანიშვილმა Credit Suisse-ს სინგაპურში ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა და „სათანადო ზომების მიღება“ დანაკარგებისგან მის დასაცავად, რაც დაკავშირებული იყო ჟენეველი ბანკირის, პატრის ლეკოდრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. გასამართლებულმა ლეკონდონმა 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S