Accentnews.ge
მედია - ისრაელმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაბლოკა

მედია - ისრაელმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაბლოკა

15/03/2023 17:29:54 მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, ხელი შეუშალოს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის ისრაელში ვიზიტს მას შემდეგ, რაც მან სამშაბათს ისრაელის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა, – იუწყება Haaretz.

გამოცემის ცნობით, ბორელმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა ინტერესი ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტთან დაკავშირებით, მაგრამ ისრაელმა მიანიშნა, რომ არ ითანამშრომლებს ამ ნაბიჯზე.

„არ არსებობს მიზეზი, რომ დააჯილდოო ის [ბორელი] მისი საქციელისთვის“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S