Accentnews.ge
ოსტინი – 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს

ოსტინი – 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს

15/03/2023 14:19:38 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტეინ 10) შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.

"ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის შესაქმნელად. ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს მიაწვდის [უკრაინას]", - განაცხადა ოსტინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S