Accentnews.ge
გერმანული მედია – კრემლს შემუშავებული აქვს მოსკოვსა და კიშინიოვს შორის დაახლოების გეგმა

გერმანული მედია – კრემლს შემუშავებული აქვს მოსკოვსა და კიშინიოვს შორის დაახლოების გეგმა

15/03/2023 13:01:58 მსოფლიო

კრემლს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც მოსკოვსა და კიშინიოვს შორის დაახლოებას ითვალისწინებს, – იუწყება გერმანული მედია. გამოცემათა ჯგუფმა მოახერხა, მოეპოვებინა და გაეანალიზებინა სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც მონიშნულია ზომები პრორუსული განწყობილებების მხარდაჭერისა და მოლდოვის ხელისუფლების პროდასავლური ორიენტაციისთვის ხელის შესაშლელად.

გამოძიება ჩაატარეს ტელერადიოკომპანიებმა WDR-მა, NDR-მა და გამოცემა Süddeutsche Zeitung-მა საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელთა შორის იყვნენ: Yahoo News, Delfi Estonia, Kyiv Independent, Expressen, Frontstory.pl, VSQuare, Belarusian Investigative Center, Dossier Center და Rise. დასავლელმა ექსპერტებმა დაადასტურეს დოკუმენტის ნამდვილობა.

ხუთგვერდიან სტრატეგიულ გეგმაში აღწერილია ზომები პოლიტიკური, სამხედრო, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, ასევე უსაფრთხოების სექტორსა და საზოგადოებრივ სფეროებში ერთობლივი მუშაობის თაობაზე.

კიშინიოვს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფორპოსტს. უახლოესი ათი წლის მთავარი მიზანია გარეშე ძალებს, მათ შორის ნატოს, ხელი შეუშალონ მოლდოვის საშინაო საქმეებში ჩარევაში. ამასთან დაკავშირებით განიხილება მუშაობა ქვეყნის შეყვანაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და ევრაზიის ეკონომიკურ თანამეგობრობაში, წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები.

დოკუმენტის ავტორების ჩანაფიქრით, კიშინიოვმა ორიენტაცია უნდა შეიცვალოს გასაღების რუსული ბაზრის მიმართულებით და შემოიღოს რუსული ენის დისტანციური სწავლება. 2030 წლამდე უნდა ამუშავდეს რუსული მედიასაშუალებების ფართო ქსელი. ერთ-ერთ პუნქტში განიხილება თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გამყარება.

დიდი ალბათობით, დოკუმენტი მოამზადეს იმავე ექსპერტებმა, რომლებმაც შეიმუშავეს ბელარუსის რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების სტრატეგია.

ახლახან კიშინიოვში გამართული პრორუსული დემონსტრაციის დროს პოლიციამ დააკავა შვიდი ეჭვმიტანილი. მათ ბრალად ედებათ დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებები რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით.

გასულ თვეში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ მოსკოვს სურს, საკუთარი ერთგული ხალხი მოიყვანოს ქვეყნის სათავეში. რუსეთის მხარის გეგმების შესახებ მოლდოვის სტრუქტურებს ინფორმაცია მიაწოდეს კოლეგებმა უკრაინის სპეცსამსახურებიდან. სანდუს აზრით, რუსეთის მიზანია, შეაჩეროს ქვეყნის პროდასავლური სწრაფვა და ის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაია სანდუს ბრალდება სრულიად მოკლებულია საფუძველს და არაფრით მტკიცდება. რუსეთის უწყებამ ამავე დროს უკრაინას დასდო ბრალი დაძაბულობის გაღვივებაში, რათა ჩაითრიოს კიშინიოვი მოსკოვთან „მწვავე კონფრონტაციაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S