Accentnews.ge
თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან, არის მსხვერპლი

თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან, არის მსხვერპლი

15/03/2023 10:48:53 მსოფლიო

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ძლიერმა წვიმამ ქაოსი გამოიწვია, დატბორა სახლები და საავადმყოფოები,– იუწყება Daily Sabah.

ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ადიამანის ტუტის რაიონში,– თქვა გუბერნატორმა ნუმან ჰატიპოღლუმ.

ძლიერმა წვიმამ ასევე დატბორა შანლიურფა ეიუბიეს სასწავლო და კვლევითი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება. პაციენტები სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოთხშაბათს წვიმის გამო, რომელიც სამშაბათიდან გრძელდება, შანლიურფას სკოლებში გაკვეთილები გაუქმდა.

თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (TSMS) 14-20 მარტის ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონისთვის, რომლებიც აქხლახანს ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ: პროვინციები ადიამანი, დიარბაკირი, ელაზიგი, მალატია, კაჰრამანმარასი, მარდინი, სივასი, შანლიურფა და კილისი ნარინჯისფრად მოინიშნენ შესაძლო უხვი ნალექის გამო.

თებერვლის დასაწყისში მომხდარმა მიწისძვრებმა თურქეთსა და სირიაში 52 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თურქეთში დაიწყო დეველოპერებისა და კონტრაქტორების მასობრივი დაპატიმრებები, რომელთა მიერაც აგებულმა შენობებმა ვერ გაუძლეს სტიქიას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S