Accentnews.ge
იოსელიანი – სტუდენტებს: "მზად ვარ, ყველას შევხვდე, ვინც ხელისუფლებისგან საფრთხეს გრძნობს"

იოსელიანი – სტუდენტებს: "მზად ვარ, ყველას შევხვდე, ვინც ხელისუფლებისგან საფრთხეს გრძნობს"

15/03/2023 08:38:14 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "აგენტების" შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ 7-9 მარტს გამართულ აქციებში მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას ეხმიანება.

იოსელიანი აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე დაირღვა მათი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

სტუდენტებმა სახალხო დამცველს 14 მარტს ტელეკომპანია "პირველის" ეთერით მიმართეს და "ოცნებისა" და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S