
ალპანა-ცაგერის და წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
15/03/2023 08:03:26 რეგიონები, რეკლამა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზასა და წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.