
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს საერთაშორისო საჰაერო სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდებს
15/03/2023 07:46:13 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი რუსეთს საერთაშორისო საჰაერო სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„აქ მთავარია, რომ ყველა მხარე პატივს სცემდეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს და ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს ამის გაკეთებას. შავი ზღვის თავზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკელებმა თქვეს, რომ ეს არაპროფესიონალურია", – განაცხადა უოლესმა.
ცნობისთვის: აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინ რუსულმა გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მყოფი აშშ-ის საჰაერო ძალების "დრონი" ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მას ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი არ ჩამოუგდია :
„რუსულ მებრძოლებს არ გამოუყენებიათ საჰაერო სადესანტო იარაღი და არ შესულან კონტაქტში ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატთან. უეცარი მანევრირების გამო, ამერიკულმა "დრონმა" სიმაღლე დაკარგა, უკონტროლო ფრენაზე გადავიდა და შეეჯახა წყლის ზედაპირს“.
მოსკოვმა განაცხადა, რომ ინციდენტს პროვოკაციად მიიჩნევს.
"ინციდენტი, რომელშიც რუსული გამანადგურებელი Su-27 და ამერიკული MQ-9 სამხედრო "დრონი" მონაწილეობდნენ, პირველი პირდაპირი შეტაკებაა ორ ძალას შორის მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მომხდარმა შესაძლოა, გაზარდოს დაძაბულობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის", – იუწყება Reuters.