
მორავეცკი - პოლონეთმა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები შესაძლოა, 4-6 კვირაში გადასცეს
15/03/2023 05:37:39 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყანამ უკრაინას „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლები შესაძლოა, მომდევნო 4-6 კვირაში გადასცეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თებერვლის ბოლოს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები „მიგ-29“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სამართავად მომზადებული იყვნენ.
მისი თქმით, თანამედროვე იარაღი გასაღებია რუსეთისგან დასაცავად უკრაინისთვის დახმარების აღმოსაჩენად.