Accentnews.ge
შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონისა და რუსული გამანადგურებლის შეჯახებას თეთრი სახლი ეხმიანება

შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონისა და რუსული გამანადგურებლის შეჯახებას თეთრი სახლი ეხმიანება

14/03/2023 18:17:23 მსოფლიო

თეთრი სახლი რუსეთის მიერ შავი ზღვის თავზე ამერიკული თვითმფრინავის MQ-9 Reaper-ის ჩამოგდებას გამოეხმაურა. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის სპიკერზე ჯონ კირბიზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სამშაბათს ინფორმირებული იყო შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

თეთრი სახლი რუსეთის მიერ შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის (MQ-9 Reaper)-ის ჩამოგდებას გამოეხმაურა. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის სპიკერზე ჯონ კირბიზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მან რუსეთის ქმედებებს „სახიფათო, არაპროფესიონალური და უგუნური“ უწოდა.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ რუსეთმა ადრეც მოუჭრა გზა ამერიკულ დრონებს შავი ზღვის თავზე, მაგრამ ეს შემთხვევა "უნიკალურია", რადგან ამან გამოიწვია დრონის ჩაძირვა.

კირბის თქმით, აშშ გააგრძელებს ფრენას შავი ზღვის თავზე. მან აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს, შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და აშშ–ს არ სჭირდება რუსეთთან დაკავშირება, როდესაც ამერიკული დრონები დაფრინავენ შავ ზღვაზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამშაბათს რუსული გამანადგურებელი სუ-27 შეეჯახა ამერიკულ სამხედრო სადაზვერვო დრონს MQ-9 Reaper–ს, რის შედეგადაც ის შავ ზღვაში ჩავარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინციდენტზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.

MQ-9 Reaper არის სადაზვერვო დრონი, რომლის ფრთების სიგრძეა 20 მეტრი და მაქსიმალური ასაფრენი წონა 4763 კგ.

იგი აღჭურვილია ტურბოპროპის ძრავით, რაც საშუალებას აძლევს, საათში 445 კმ-ზე მეტ სიჩქარე განავითაროს. ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 27 საათია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S