ჩრდილოეთმა კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მორიგი რაკეტები გაუშვა
14/03/2023 17:05:34 მსოფლიო
ჩრდილოეთმა კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით მორიგი რაკეტები გაუშვა,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა იტყობინებიან.
სეულის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან გაუშვეს მცირე რადიუსის ორი რაკეტა. რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
იაპონური მხარე იუწყება, რომ მთავრობა რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. მათი ფრენის მანძილი დაახლოებით 620 კილომეტრი იყო, სხვა მახასიათებლებზე ჯერჯერობით არ იტყობინებიან.
ჩრდილოეთ კორეამ ორი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა გაუშვა წყალქვეშა ნავიდან ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იაპონიის ზღვაში 12 მარტს.
სამხრეთ კორეა-აშშ–ის ერთობლივი წვრთნები 13 მარტს დაიწყებო და 11 დღე გაგრძელდება. ჩრდილოეთ კორეა ამას აღიქვამს, როგორც მის წინააღმდეგ "აგრესიული ომის მომზადებას".
10 მარტს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაზე თავდასხმის სიმულაციური წვრთნა ჩაატარა.


