
„დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
14/03/2023 13:58:50 საზოგადოება
კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსი ტელეარხის – „დოჟდის“ ჟურნალისტი ალექსანდრა შვედჩენკო საქართელოში არ შემოუშვეს.
„დოჟდის“ ინფორმაციით შვედჩენკო საქართველოში რიგიდან ჩაფრინდა, ნახევარი საათის შემდეგ ჟურნალისტს აცნობეს, რომ არ უშვებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწნებული „სხვა მიზეზით“ და მესაზღვრეებმა ალექსანდრა შცედჩენკო რიგის რეისზე დასვეს.
მანამდე შვედჩენკო ერთი წლის განმავლოაბში თბილისში ცხოვრობდა.
„მგონი, დროა, საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყანაში შემოსვლის შესახებ ოფიციალური კანონი გამოსცეს, სადაც მითითებული იქნება: ანტიპუტინისტური, დემოკრატიული შეხედულებების მქონე რუსებს შესვლა ეკრძალებათ. ყველაფერი გასაგები იქნება და არც ერთი ჩვენგანი არ დახარჯავს ფულს ბილეთებზე“, -წერს „დოჟდის“ წამყვანი ანა მონგაიტი.
საქართველოში გახშირდა ოპოზიციურად განწობილი რუსების ქვეყანაში არშემოშვების შემთხვევები.