Accentnews.ge
ზელენსკი - ბოროტი სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ზელენსკი - ბოროტი სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

14/03/2023 09:04:40 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს დილით რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი დაშავდა, ერთი კი - დაიღუპა.

„კრამატორსკი. რუსულმა რაკეტამ ქალაქის ცენტრს დაარტყა. დაზიანდა ექვსი მაღალსართულიანი შენობა. სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახს! სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოროტი სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ყოველ დარტყმას, რომელსაც ეწირება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, უნდა მოჰყვეს კანონიერი და სამართლიანი განაჩენი, რომელიც დასჯის მკვლელობას. აუცილებლად ასე იქნება“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S