
მწერლები და ლიტერატორები: "მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა შეიწყალოს ნიკა გვარამია"
14/03/2023 08:43:48 საზოგადოება
"მთავარი არხის" დაფუძნებლის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები მწერლებთან და ლიტერატორებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და გვარამიას შეწყალებას ითხოვენ.
"ჩვენ ჩვენი კოლეგების სახელით ვუერთდებით ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. ვფიქრობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მეშვიდე პუნქტი გულისხმობს სწორედ მედიის თავისუფლებას, მედიის დაცულობას და იმ პირობებში, როდესაც ნიკა გვარამიას, თითქმის ერთი წელის სრულდება, რაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია და ჩვენ გვაქვს აღქმა, რომ ნიკა გვარამიას დაკავება იყო სწორედ ერთ-ერთი აქტი იმისა, რომ საბოტაჟი მოეწყო ამ ხელისუფლებას ევროკავშირისათვის და ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ახლა, აპრილის ბოლოს, იქნება შუალედური შეფასება, დასკვნა, რამდენად საქართველომ აღასრულა რეკომენდაციები ევროკავშირისთვის და ნიკა გვარამიას ფაქტორი სწორედ ეს მეშვიდე პუნქტია, ამ 12 რეკომენდაციიდან არის პირდაპირ დაკავშირებული მედიასთან, ნიკა გვარამიასთან და ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, მან აღასრულოს სწორედ ევროპული და სამართლიანი პასუხისმგებლობით აღსავსე აქტი და გამოსცეს შეწყალების აქტი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. სიტყვებს უნდა მოყვებოდეს საქმეც, ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ, მაგრამ ეს სიტყვა გულისხმობს ქმედებას, საგნობრივ ქმედებას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგას, შეიწყალოს ნიკა გვარამია", - განაცხადა გია ბუღაძემ.