ჩინეთი ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნის
14/03/2023 08:16:09 მსოფლიო
პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესებიდან სამი წლის შემდეგ ჩინეთი ვიზიტორებისთვის, მათ შორის ტურისტებისთვის საზღვრებს სრულად ხსნის.
CNN-ის ინფორმაციით, 15 მარტიდან ჩინეთი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყველა კატეგორიის ვიზების გაცემას განაახლებს.
ამასთან, ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებს კვლავ მოეთხოვებათ კოვიდ ტესტის ჩატარება გამგზავრებამდე 48 საათით ადრე.
პანდემიის გამო ჩინეთმა უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობისთვის საზღვრები 2020 წლის მარტში დახურა.


