Accentnews.ge
კობახიძე – ვიქტორ ყიფიანი კი არ ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა იგი

კობახიძე – ვიქტორ ყიფიანი კი არ ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა იგი

14/03/2023 07:30:27 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ჩაერთო.

„ვიქტორ ყიფიანი კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. იყო სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ივანიშვილთან. კვირაზე მეტია, ის აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო, გავრცელედებოდა ვიქტორ ყიფიანზე, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი, თუმცა ამაზე კომენტარს, ალბათ, შესაბამისი მხარეები გააკეთებენ. კანონის მიღებამდე ჩაეხსნა“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S