Accentnews.ge
ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში უკრაინული ენის შესწავლა უქმდება

ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში უკრაინული ენის შესწავლა უქმდება

13/03/2023 18:48:49 მსოფლიო

რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ოლქის რაიონებში ახალი სასწავლო წლიდან გაუქმდება უკრაინული ენის სავალდებულო შესწავლა. ის დარჩება მხოლოდ როგორც არჩევითი საგანი მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ ეს მათი მშობლიური ენაა. ამის შესახებ იტყობინება ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის მიერ დანიშნული წარმომადგენელი ელენა შაპუროვა.

„ამავე დროს, მხოლოდ რუსული შეიძლება შეირჩეს მშობლიურ ენად. მაშინ გაიზრდება მისი შესწავლის საათების რაოდენობა. თუ მშობლებს სურთ, რომ მათმა შვილებმა შეისწავლონ უკრაინული, როგორც მშობლიური ენა, მათ უნდა დაწერონ განცხადება თხოვნით, დატოვონ იგი ბავშვის სასწავლო პროგრამაში“, -აცხადებს შაპუროვა.

მსგავსი პრაქტიკა რუსეთში 2018 წლიდან მშობლიური ენების შესწავლის შესახებ კანონის მიღების შემდეგ დაინერგა.

2001 წლის აღწერის თანახმად (არ არსებობს უფრო ახალი ოფიციალური მონაცემები), ზაპოროჟიეს რეგიონის მცხოვრებლების 50.2% უკრაინულს მშობლიურ ენად მიიჩნევდა. რუსეთი ახლა აკონტროლებს რეგიონის ტერიტორიის ნახევარზე მეტს, მაგრამ არა მის ცენტრს- ზაპოროჟიეს. აქტიური საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S