Accentnews.ge
NYT: ICC რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულებზე საქმეების აღძვრას გეგმავს

NYT: ICC რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დანაშაულებზე საქმეების აღძვრას გეგმავს

13/03/2023 18:32:10 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გეგმავს, ორი საქმის აღძრას, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულებებს ეხება, – იუწყება The New York Times მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, იგეგმება რამდენიმე ადამიანის დაკავების თაობაზე ორდერის გაცემაც.

"ეს საქმეები წარმოადგენენ პირველ საერთაშორისო ბრალდებებს, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რაც სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად გამოავლინეს. სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთი იტაცებდა უკრაინელ ბავშვებს და მოზარდებს და აგზავნიდა მათ სპეციალურ რუსულ ბანაკებში, ხოლო კრემლი განგებ ურტყამდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა თავდაპირველად უნდა წარადგინოს ბრალდებების სიას მოსამართლეტა კოლეგიასთან, რომელიც შემდგომში დაადგენს, სჭირდებათ თუ არა გამომძიებლებს დამატებითი მონაცემები და რამდენად დაცულია დაკავების ორდერების გაცემის სტანდარტი. ჯერჯერობით უცნობია ვისთვის აპირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბრალდებების წარდგენას. პროკურატურაში ამბობენ, რომ მიმდინარე საქმეებზე კომენტარებს არ აკეთებენ", – წერს გამოცემა.

მისი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ბრალდებები წარუდგინონ, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ აღიარებს სახელმწიფოს ლიდერის იმუნიტეტს საქმეებში, რომლებიც სამხედრო დანაშაულს, დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდს ეხება.

ამასთან, გამოცემა იტყობინება, რომ სასამართლოს განხილვის ალბათობა არ არის მაღალი, რადგან ესპერტების თქმით, სასამართლოს არ შეუძლია, საქმეები დაუსწრებლად განიხილოს, ხოლო რუსეთი საკუთარ მაღალჩინოსნებს არ გადასცემს.

"კრემლი სამხედრო დანაშაულებებს უარყოფს, თუმცა საერთაშორისო და უკრაინელმა გამომძიებლებმა მოაგროვეს დამაჯერებელი მტკიცებულებები რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების შესახებ. ინფორმირებული ოფიციალური პირების თქმით, ომის დანაშაულების პირველი ფაქტები უკრაინიდან ბავშვების გატაცებას ეხება. კრემლს აქვს შექმნილი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები გადაჰყავდათ სპეციალურ სახლებში, ანიჭებდნენ რუსეთის მოქალაქეობას და შემდგომ აგზავნიდნენ ე.წ. საზაფხულო ბანაკებში, რათა მათი მსოფლმხედველობა შეეცვალათ. ოფიციალური მოსკოვი ამ პროგრამას ჰუმანიტარულ მისიად ასაღებდა. ასე მაგალითად, რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელობა, რომელიც ამ პროგრამის სახეა, ბავშვების გაგზავნა რუსეთში უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო. ის პირდაპირი ეთერების მეშვეობით ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას, თითქოს ბავშვები არის ობლები ან მიტოვებულები და ისინი რუსეთში იშვილეს. ამასთან, გაწული წლის მაისში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც უკრაინელებს, რომლებიც გაიტაცეს, რუსეთის მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიენიჭოს",– იუწყება გამოცემა.

თებერვალში იელის უნივერსიტეტმა და პროგრამა Conflict Observatory-მ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 6 000 უკრაინელი ბავშვი რუსეთში 43 ბანაკში იმყოფება, თუმცა შესაძლოა, მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს. უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს ცნობით კი მარტის დასაწყისიდან გატაცებული ბავშვების რაოდენობა 16 000-ს აღემატება.

მეორე საქმე, რომელზეც სასამართლოს საქმის აღძვრა სურს, რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი და გამიზნული იერიშის მიტანას ეხება. საუბარია იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არ არის სამხედრო ბაზებთან ახლოს და საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მათი დაზიანება უკრაინის მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

The New York Times წერს, რომ აშშ-ის მთავრობას აქვს მტკიცებულება, რომელიც ნათელს ჰფენს კრემლის გადაწყვეტილებებს მიზანმიმართულად დაარტყას სასიცოცხლო/სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

"ბაიდენის ადმინისტრაციაში ბევრი მხარს უჭერს ამ მონაცემების საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის გადაცემას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მისი წევრი არაა. თუმცა პენტაგონი ამ მონაცემების გაზიარებას ბლოკავს, რადგან პრეცედენტის შექმნის ეშინია, რომელმაც შესაძლოა ამერიკელების დევვნას გაუზსნას გზა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ხელს მოაწერს თუ არა მასალების გაზიარების გადაწყვეტილებას", – წერს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S