
„შეუწყდეს პრორუს ლექტორს სტატუსი“ - სტუდენტების პროტესტი თსუ-ში
13/03/2023 13:58:15 საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის მიმართულების ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს შეძახილებთ დახვდნენ და სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
„რუსო! მონა! არა რუსებს!“ – ისმის უნივერსიტეტის დერეფანში გადაღებულ ვიდეოში.
როგორც სტუდენტები მედიასთან აცხადებენ, "ელიზბარაშვილი პრორუსია და ხშირად თანამშრომლობს პრორუსულ ტელევიზია „ალტ-ინფოსთან“.
„დაყენდა მოთხოვნა, რომ ელიზბარ ელიზბარაშვილს შეუწყდეს ლექტორის სტატუსი“, – განაცხადა სტუდენტმა დათო ჩხობაძემ.
„ლექცია არის ჩემი შრომის ადგილი, თქვენ დაარღვიეთ… გადაეცემით შესაბამის ორგანოებს“, – ეუბნება ელიზბარაშვილი სტუდენტებს.