ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან პირველად გაუშვა ორი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა
13/03/2023 13:32:35 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ ორი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა გაუშვა წყალქვეშა ნავიდან ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იაპონიის ზღვაში,– იტყობინება სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
გაშვება მოხდა კვირა დილით. რამდენადაც ცნობილია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფხენიანმა წყალქვეშა ნავიდან გაუშვა სტრატეგიული რაკეტა.
ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ მათმა წვრთნებმა "დაადასტურეს სისტემის საიმედოობა და შეისწავლეს წყალქვეშა ქვედანაყოფების შეტევითი შესაძლებლობები, რომლებიც წარმოადგენენ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეკავების ძალებს". რაკეტები, თითქოს, იაპონიის ზღვაში გარკვეულ სამიზნეებს მოხვდა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა ადრე განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დაუდგენელი რაკეტების გაშვება წყალქვეშა ნავიდან ჩრდილოეთ კორეის სანაპიროზე. ხოლო და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული განსხვავებები რაკეტების სპეციფიკის შესახებ განცხადებებსა და მას შორის, რაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულ შტატებმა დააფიქსირეს.
წყაროს თქმით, რომელიც ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრა, ფხენიანის გაშვებები ადრეული ეტაპების ტესტირებას ჰგავს.
გამოცდა ჰგავს ძალის დემონსტრირებას სამხრეთ კორეა-აშშ–ის ერთობლივი წვრთნების წინ, რომელიც ორშაბათს დაიწყება და 11 დღე გაგრძელდება. ჩრდილოეთ კორეა ამას აღიქვამს, როგორც მის წინააღმდეგ "აგრესიული ომის მომზადებას".
10 მარტს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაზე თავდასხმის სიმულაციური წვრთნა ჩაატარა.


