Accentnews.ge
ომის დაწყების შემდეგ პირველად, სი ძინპინი ზელენსკისთან საუბარს გეგმავს - WSJ

ომის დაწყების შემდეგ პირველად, სი ძინპინი ზელენსკისთან საუბარს გეგმავს - WSJ

13/03/2023 13:31:58 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს, – იუწყება The Wall street Journal წყაროებზე დაყრდნობით.

მედია წერს, რომ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის საუბარი სავარაუდოდ, სი ძინპინის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტს მომავალ კვირას გეგმავს.

სი ძინპინს ზელენსკისთან არ უსაუბრია მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, თუმცა რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია პუტინთან. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინულ მხარეს სი ძინპინისა და ზელენსკის შესაძლო საუბართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S