Accentnews.ge
ბათუმში ხანძარმა 15-მდე ოჯახი დააზარალა

ბათუმში ხანძარმა 15-მდე ოჯახი დააზარალა

13/03/2023 13:09:08 საზოგადოება

ბათუმში ვაჟა-ფშაველასა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზარალებული კი 15-მდე ოჯახია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება და გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები.

ამ დროისთვის ხანძრის გამოვწვევი მიზეზი უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S