Accentnews.ge
ქაცარავას ულტიმატუმის საპასუხოდ “ალტ-ინფომ" 14 მარტს სააკაძის მოედანზე შეკრება დააანონსა

ქაცარავას ულტიმატუმის საპასუხოდ “ალტ-ინფომ" 14 მარტს სააკაძის მოედანზე შეკრება დააანონსა

13/03/2023 09:01:08 საზოგადოება

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ქაცარავას ულტიმატუმის საპასუხოდ “ალტ-ინფომ" 14 მარტს სააკაძის მოედანზე შეკრება დააანონსა.

"ბოლო დღეების არეულობებით, მხეცობებით და დაუსჯელობით გათამამებულმა დასავლეთის აგენტებმა და ნაც-ზონდერებმა როგორც ჩანს საკუთარი ძალების ზედმეტად ირწმუნეს და ახლა უკვე ალტ-ინფოს ოფისზე თავდასხმის მიზნით ჩვენს ოფისთან ახლოს, სააკაძის მოედანზე, 14 მარტს აქცია დაანონსეს.ჰოდა ახლაა ზუსტად დრო, როცა ამ დასავლეთის ლიბერასტ მონებს უნდა ვაჩვენოთ, ეს ქვეყანა ვისია და ვინ ადგენს აქ წესებს, ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა ეროვნული ფასეულობების ხალხის არის და არა ამერიკის ელჩის ჯიბის გოშიების!ამ დღეებში ბევრი მოითხოვდა ჩვენგან ევრომაიდანის მცდელობის წინააღმდეგ კონტრ აქციას და მათი თავგასულობის ალაგმვას.ჰოდა აგერ ვიკრიბებით: 14 მარტს, დილის 10:00 საათზე, სააკაძის მოედანზე.ისეთი დახვედრა უნდა მოვუწყოთ ნაც ზონდერებს, ცხოვებაში კონსერვატორებისკენ გამოხედვაც ვეღარ გაბედონ!სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!” წერს შოთა მარტინენკო", – აცხადებს “კონსერვატიული მოძრაობა/ალტინფოს” ლიდერი შოთა მარტინენკო.

ცნობისთვის: დავით ქაცარავას განცხადებით, ავტომობილს, რომელშიც მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ, 9 მარტს ღამით "ალტ-ინფოს" წევრები დაესხნენ თავს.

თავდასხმის შემდეგ, ქაცარავას ჰქონდა რამდენიმე ვიდეოლაივი, სადაც იგი „ალტ-ინფოს“ წევრებს აგინებს. მან ასევე გამოაქვეყნა მობილურის ნომერი და დამნაშავეებს მასთან დაკავშირება არაერთხელ მოსთხოვა; მაგრამ, როგორც ამბობს, არავინ დაჰკავშირებია.

10 მარტს დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საგამოძიებო უწყებას, დამნაშავეების დასადგენად ვადას 14 მარტამდე აძლევს, რის შემდეგაც „იტოვებს უფლებას იმოქმედოს მისი შეხედულებისამებრ“. როგორც ქაცარავა ამბობს, მისმა მეუღლემ მომხდარიდან მალევე მიმართა სამართალდამცველებს და ჩატარდა ავტომობილის ექსპერტიზაც.

„ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია მომხდარს არ უარყოფს, მაგრამ ქაცარავას მეუღლეს პროვოკაციაში სდებს ბრალს. „კამერებზე ჩანს, გინებით მოვიდა და კინაღამ ჩვენი [გუნდის] ყოფილი მებრძოლი გაიტანა მანქანით“, - ეუბნება იგი „ფორტუნას“ და პარალელურად იმასაც ამბობს, რომ, როცა „გაეკიდნენ მანქანას, ქალი თუ იჯდა, არ იცოდნენ“ და „როცა შვილთან ერთად ნახეს, გაეცალნენ“.

ქაცარავას მეუღლისა და შვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S