Accentnews.ge
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევაზე შეზღუდვა მოიხსნა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევაზე შეზღუდვა მოიხსნა

13/03/2023 12:00:31 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.

მისი ცნობით, საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირი არჩევას. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში საერთაშორისო პროგრამით მიიღეს სრული ზოგადი განათლება, მიეცათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ასევე, განხილულ იქნა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელონ დამოუკიდებლად, იურიდიული პირის შექმნის გარეშე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის კუთხით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S