
სუნაკი – რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი საფრთხეების გამო ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს 6 მილიარდი დოლარით გაზრდის
13/03/2023 11:00:41 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი საფრთხეების გამო ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს 6 მილიარდი დოლარით გაზრდის. შესაბამისი განცხადება სუნაკმა AUKUS-ის პარტნიორებთან – შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიასთან მოლაპარაკებების გამართვის წინ გააკეთა.
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა პირობა დადო, რომ "გამოიყენებს დამატებით ხარჯებს, რომელიც განაწილებულია ორ წელზე, საბრძოლო მასალის მარაგის შესავსებად, გაერთიანებული სამეფოს ბირთვული წყალქვეშა პროგრამის მოდერნიზაციისთვის და AUKUS-ის შემდეგი ეტაპის დაფინანსებისთვის".
”ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ გასულ წელს, თუ როგორ იმოქმედებს გლობალური კრიზისები ჩვენზე სახლში, რუსეთის შემზარავი შემოჭრით უკრაინაში, რამაც გამოიწვია ენერგიისა და საკვები პროდუქტების ფასების მატება. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ეროვნულ თავდაცვას, ეკონომიკური უსაფრთხოებიდან დაწყებული, ტექნოლოგიების მიწოდების ჯაჭვებამდე და დაზვერვის მონაცემების ექსპერტიზამდე დამთავრებული, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღარასოდეს ვიქნებით დაუცველები მტრული ძალის ქმედებებისგან“, - განაცხადა სუნაკმა.
AUKUS არის უსაფრთხოების პაქტი, რომელიც 2021 წელს გაერთიანებულ სამეფოს, ავსტრალიასა და აშშ–ს შორის გაფორმდა.