Reuters - სი ძინპინი რუსეთში დაგეგმილზე ადრე ჩადის
13/03/2023 10:40:07 მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთში ჩასვლას მოსალოდნელზე ადრე, მომავალ კვირას გეგმავს, - იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში იგი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
როგორც Reuters იტყობინება, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TACC-მა იანვრის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლდიმირ პუტინმა სი ძინპინი რუსეთში გაზაფხულისთვის მიიწვია. თებერვალში კი The Wall Street Journal-ი იუწყებოდა, რომ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი შესაძლოა, აპრილში ან მაისის დასაწყისში შემდგარიყო.
ჩინეთმა თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომელსაც უკრაინასა და დასავლეთში სკეპტიციზმით შეხვდნენ.


