Accentnews.ge
ISW – რუსეთის თავდაცვა, სავარაუდოდ აპირებს, შური იძიოს პრიგოჟინზე

ISW – რუსეთის თავდაცვა, სავარაუდოდ აპირებს, შური იძიოს პრიგოჟინზე

13/03/2023 09:05:21 მსოფლიო

ამერიკული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვა, სავარაუდოდ აპირებს, შური იძიოს კერძო სამხედრო გაერთიანება „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინზე.

"ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია. ის ფაქტი, რომ „ვაგნერი“ იძულებულია ბახმუტისთვის ბრძოლაში, არა მხოლოდ პატიმრები, არამედ საკუთარი ელიტური ძალები გამოიყენოს შესაძლოა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს იმისთვის, რომ შეასუსტონ პრიგოჟინის პოზიციები და ამბიციები, დიდი გავლენა იქონიოს კრემლში", – აცხადებს ISW.

ISW––ს ექსპერტები იხსენებენ პროგოჟინის პრეტენზიებს საბრძოლო მასალების ნაკლებობასა და პატიმართა გადაბირებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე;

"პრიგოჟინი ალბათ მოელოდა, რომ უკრაინული ძალები მთლიანად გავიდოდნენ ბახმუტიდან ალყაში მოქცევის საფრთხის გამო და იმედოვნებდა, რომ ამისთვის საკმარისი იქნებოდა „ვაგნერის“ ელიტური ძალების ჩართულობა. მან, დიდი ალბათობით, დაარწმუნა პუტინი, რომ შეეძლო ქალაქის ხელში ჩაგდება, თუ ექნებოდა საბრძოლო მასალებზე წვდომა და რეკრუტირების კამპანიის გაფართოების შესაძლებლობა".

მათი მოსაზრებით, პუტინმა პრიგოჟნს ამ რესურსებზე წვდომის უფლება მისცა, რადგან იგი შესაძლოა, ყოფილიყო იმედგაცრუებული რუსეთის სამხედრო მეთაურებით, რომელიც ფუჭად ხარჯავდნენ რეზერვებს ხელშესახები შედეგების მოუღწევლად:

"პუტინის გადაწყვეტილებამ, მიმხრობოდა პრიგოჟინს, სავარაუდოდ, გაანაწყენა შოიგუ და გერასიმოვი, რადგან პრიგოჟინი გასული წლის მაისიდან აწარმოებს დაუნდობელ ცილისმწამებლურ კამპანიას სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. შესაძლოა, პრიგოჟინს არ ჰქონდა განზრახული პირადად პუტინის გამოწვევა, მაგრამ პუტინი ხედავდა საფრთხეს პრიგოჟინის აგრესიულ თვითრეკლამაში იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებსაც პუტინი ენდობოდა (ბოლოს და ბოლოს, შოიგუ და გერასიმოვი წლების განმავლობაში პუტინის ერთგულები იყვნენ). იანვარში პუტინმა თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა ბახმუტის მიმართულებაზე კონტროლი დაებრუნებინა. რადგან ვაგნერის ძალებმა ვერ მიაღწიეს წლის ბოლომდე დაპირებულ გამარჯვებას. შესაძლოა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ასევე შეძლო პუტინის დარწმუნება, რომ ვაგნერის ძალებში რესურსების ჩადება არ არის კარგი ინვესტიცია, ვინაიდან საბრძოლო მასალის ნაკლებობას არმიაც განიცდის".

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, პრიგოჟინი ახლა, სავარუდოდ, პატიმრების გადაბირებიდან "თავისუფალი მოქალაქეების" გადაბირებაზე გადავიდა. უკანასკნელ დღეებში „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში შეხვედრები გამართეს სტუდენტებთან და მათ „ახალგაზრდა მებრძოლის ანკეტები“ დაურიგეს. ანგარიში ავტორთა განცხადებით პატიმართა ნახევარი, რომელთა მობილიზებაც „ვაგნერმა“ უკრაინაში ომისთვის შეძლო, სავარაუდოდ, უკვე დაიღუპა ან დაიჭრა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, პრიგოჟინის ახალი ინიციატივები, სავარაუდოდ, ვერ დააკომპენსირებს პატიმართა ნაკადში განცდილ ზარალს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S