Accentnews.ge
იოსელიანი – საგამოძიებოს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე გამოძიებისკენ მოვუწოდებ

იოსელიანი – საგამოძიებოს არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე გამოძიებისკენ მოვუწოდებ

13/03/2023 08:34:50 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ "ჩაატარონ ეფექტური გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე".

"7-9 მატს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე", – აცხადებს ლევან იოსელიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S