კულება გერმანიას საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
13/03/2023 06:00:52 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
"გერმანიას შეეძლო მეტი დახმარება გაეწია საარტილერიო საბრძოლო მასალის [მიწოდების] მხრივ", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინულმა მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია ხშირად აყოვნებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ამის მაგალითი უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ს ტიპის ტანკებით უზრუნველყოფის საკითხის გაჭიანურება. ამასთან, გასულ თვეში გერმანულმა მხარემ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ორი Gepard–ს ტიპის საზენიტო იარაღი გადასცა.
გერმანიის მთავრობა ადასტურებს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკების ნაწილს მარტში მიაწვდის.


