Accentnews.ge
ლუკაშენკო ირანს ეწვია

ლუკაშენკო ირანს ეწვია

13/03/2023 05:33:24 მსოფლიო

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ირანს ეწვია.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი ირანელ კოლეგა იბრაჰიმ რაისს შეხვდება.

ლუკაშენკოს პრეს–სამსახურის ცნობით, მოლაპარაკება თეირანში ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას შეეხება - მთავარი აქცენტით ვაჭრობასა და ეკონომიკაზე.

„მხარეები განიხილავენ პროექტებს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დაგეგმილია ასევე ლუკაშენკოს შეხვედრა ირანის უზენაეს ლიდერთან აიათოლა ალი ხამენეისთან და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.

ირანსა და ბელარუსს შორის სავაჭრო მიმოქცევა 2022 წელს გაორმაგდა. ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების სამიზნეა და ორივეს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ რუსეთთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S