Accentnews.ge
უკრაინელებმა ბახმუტში „ვაგნერელთა“ ერთი ჯგუფი გაანადგურეს

უკრაინელებმა ბახმუტში „ვაგნერელთა“ ერთი ჯგუფი გაანადგურეს

12/03/2023 07:50:38 მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბახმუტის ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინელი მესაზღვრეების სახმელეთო სადაზვერვო ჯგუფი შეტევაზე გადავიდა და დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები გაანადგურა.

უკრაინული გამოცემის "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, მესაზღვრეები აცხადებენ, რომ მათმა ქვედანაყოფმა პოზიციური ბრძოლა გამართა მტრის ძალებთან ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს მიდამოებთან.

„მესაზღვრე სნაიპერებმა ექვსი დამპყრობელი გაანეიტრალეს“, - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S