Accentnews.ge
ჰელსინკი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავს – მედია

ჰელსინკი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავს – მედია

11/03/2023 11:18:18 ევროპა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მზად არის, განიხილოს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება,– იუწყება ადგილობრივი მედია.

მარინმა, რომელიც კიევს 10 მარტს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ჰელსინკი გეგმავს თანამედროვე, F-35A-ის ტიპის 64 გამანადგურებლის შესყიდვას და ამით Hornet-ის ტიპის 62 გამანადგურებლების შეცვლას. მარტინის ცნობით, Hornet-ები შეიძლება, უკრაინას გადაეცეს, თუმცა იქვე ახსნა, რომ მოლაპარაკება საწყის სტადიაშია.

უკრაინა დიდი ხანია, მოითხოვს თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან თანამედროვე გამანადგურებლების მიწოდებას.

9 მარტს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა, რომ სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ.

ნადმა გაიხსენა წინა დღით პოლონელ კოლეგა მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შინაარსი და განაცხადა, „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“

მას ვადები არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ მის ქვეყანას იმედი აქვს, რომ გერმანიისგან, ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნისგან, კომპენსაციას მიიღებს.

სლოვაკეთი და პოლონეთი პირველი ქვეყნები იქნებიან, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S