
„ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხელიას მოქალაქეობრივ პოზიციას მხარს უჭერს
10/03/2023 17:27:33 საზოგადოება
იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას მოქალაქეობრივ პოზიციას მხარს უჭერს. საუბარია,
კვარაცხელიას მიერ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“. ამ პოსტის ფონი იყო „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ანტიკონსტიტუციური და ანტიევროპული კანონპროექტის ირგვლივ ქვეყანაში, განსაკუთრებით თბილისში აგორებული მასშტაბური საპროტესტო ტალღა და მძაფრი საერთაშორისო კრიტიკა.
„ქუჩის პროტესტის ვირტუალურად შეერთების სურვილია. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი იყო, ამიტომ ამისთვის უფრო მეტად უნდა დავუკრათ ტაში, ვიდრე გოლისთვის. გვიხარია, რომ დიდებული ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ასევე დიდებული ადამიანია”, - განაცხადა სპალეტიმ.
საქართველოს პარლამენტმა 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო „აგენტების“ შესახებ 7 მარტს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. რასაც წინ უძღოდა მასშტაბური პროტესტი.