
112-ში ზარები შეფერხებით შედის, უწყება ალტერნატიულ ნომრებს ავრცელებს
10/03/2023 11:35:52 საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის.
უწყება მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუკი გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ და 112-ს ვერ უკავშირდებიან, დარეკონ ალტერნატიულ ნომრებზე:
- 599842206
- 598087761
- 577011139
- 577011174
- 591544384
- 591946840
- 591946870
- 591544375
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი აცხადებს, რომ ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.