Accentnews.ge
როგორ აფასებენ აქციაზე მყოფი სტუდენტები "ოცნების" წევრ დეპუტატს, რომელმაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს II მოსმენაზეც მხარი დაუჭირა

როგორ აფასებენ აქციაზე მყოფი სტუდენტები "ოცნების" წევრ დეპუტატს, რომელმაც "აგენტების" შესახებ კანონპროექტს II მოსმენაზეც მხარი დაუჭირა

10/03/2023 09:08:27 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე მყოფი სტუდენტები გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის მიერ "აგენტების" შესახებ კანონპროექტს II მოსმენაზეც მხარდაჭერის ფაქტს.

გთავაზობთ, რამდენიმე სტუდენტის კომენტარს:

  • "ჩვენი სწავლა, ჩვენი შრომა უნდა დაფასდეს და უნდა ვიყოთ განვითარებული ძლიერი სახელმწიფო. ამ "აგენტების" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე მხოლოდ ერთი მხარდამჭერი ჰყავდა – ეს არის "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი დისკრედიტაციით იყო დაკავებული. მინდა მას ვუთხრა: დიტო მიიღე ცხვირში მუშტი ქართველი ხალხისგან!".

  • "პრინციპული ადამიანია, მე მაგას ვერ უარვყოფ, პრინციპულია".

  • "ქართველი ამ კანონს მხარს ვერ დაუჭერს".

  • "იგი არის მოღალატე და აფერხებს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას ევროპული მომავლისკენ".

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა. დეპუტატი, რომელმაც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე დაუჭირა მხარი, დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა, რომელიც გამოირჩევა აგრესიული გამოსვლებით.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.

ცნობისთვის: 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S