
"აგენტების" შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველო-ევროკავშირის დროშები გადაფინეს
10/03/2023 08:27:18 საზოგადოება
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველო-ევროკავშირის დროშები გადაფინეს.
დეპუტატები ტრიბუნასთან დროშებით მას შემდეგ ავიდნენ, რაც პარლამენტში მეორე მოსმენაზე კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩავარდა.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.
ცნობისთვის: 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.