ჩინეთის მეთაურად კვლავ სი ძინპინი აირჩიეს
10/03/2023 07:00:19 მსოფლიო
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურად ზედიზედ მესამე ვადით აირჩიეს სი ძინპინი. მის ასარჩევად დღეს, 10 მარტს პეკინში გაიმართა სახალხო წარმომადგენლების კრება.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua წერს, სინ ძინპინის არჩევას მხარი დაუჭირა 2952-ივე დეპუტატმა.
სი ძინპინი, რომელსაც ივნისში 70 წელი უსრულდება, ზედიზედ მესამე, 5-წლიანი ვადით ჩინეთის მეთაური გახდა ქვეყნის კონსტიტუციაში 2018 წელს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. თუ მანამდე ამ თანამდებობის დაკავება შესაძლებელი იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით, საკონსტიტუციო ცვლილებით არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს.
იხილეთ ასევე: „იყო შოკოლადში და ჩავარდა ფეკალურ მასებში“: რუსეთი, ჩინეთი და ომი


