Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ მორიგ მასირებულ სარაკეტო იერიშს ომის დანაშაული უწოდა

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ მორიგ მასირებულ სარაკეტო იერიშს ომის დანაშაული უწოდა

10/03/2023 06:01:05 ევროპა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ მასირებულ სარაკეტო თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა.

„ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ვესაუბრე. რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგო ქსელის წინააღმდეგ ომის დანაშაულია. ეს აძლიერებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ პროგრესის მიღწევა უკრაინის რეფორმების განხორციელების მცდელობაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.

9 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 81 რაკეტა გაუშვა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 უკრაინელი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S