
Amnesty International - დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული
09/03/2023 17:42:12 საზოგადოება
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს შეისმინა დემონსტრანტების ხმა“.
„დემონსტრანტების ხმა, რომელმაც აავსო ქალაქის ქუჩები უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, დემონსტრანტების, რომლებმაც აჩვენეს დიდი სიმამაცე მაშინაც კი, როდესაც ისინი წყლის ჭავლისას და ცრემლმდენი აირის ღრუბელში იყვნენ გახვეულნი. ყველანი, ვინც პროტესტს გამოთქვამდნენ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლების ფარგლებში და დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – აცხადებს ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორი მარი სტრაზერსი.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "სამართალდამცავები დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდნენ არა მხოლოდ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს, არამედ ხმოვან იარაღს. გარდა ამისა, დემონსტრანტების დაშლა პერიოდულად წინასწარი გაფრთხილებს გარეშე ხდებოდა".
"როგორც დემონსტრანტები იტყობინებიან, სამართალდამცავები მათ უკეტავდნენ გასასვლელ გზებს, დასდევდნენ, აკავებდნენ და სცემდნენ. უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული“, - ნათქვამია განცხადებაში.
9 მარტს საღამოს ცნობილი გახდა, რომ 7, 8 და 9 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.