Accentnews.ge
მიხაილო პოდოლიაკი - არ შეიძლება ევროპისკენ სვლა, მაგრამ რუსეთისკენ ყურება

მიხაილო პოდოლიაკი - არ შეიძლება ევროპისკენ სვლა, მაგრამ რუსეთისკენ ყურება

09/03/2023 16:56:39 მსოფლიო

"არ შეიძლება ევროპისკენ სვლა, მაგრამ რუსეთისკენ ყურება", - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტების მიერ გამოწვეულ პროტესტს.

„არ შეიძლება „უცხო აგენტების” რეპრესიული კანონების მიღება, ან თავისუფლების მსურველი მოქალაქეების ცემა, ან ევროპისკენ სვლა, მაგრამ რუსეთისკენ ყურება. არ შეიძლება შენი პრეზიდენტის ნელ-ნელა ციხეში მოკვლა… და რაც მთავარია, არასდროს არ შეიძლება უსმენდე რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული!”, - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S