
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ყველა დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ - "ყველას თავისუფლება!"
09/03/2023 16:19:19 საზოგადოება
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ყველა დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ - "ყველას თავისუფლება!".
"მთავარი, რაშიც "ოცნება" აგვცდა, ჩვენი ქართველობა, იდენტობა და პატრიოტიზმია, რადგან ჩვენი იდენტობა, ჩვენი ქართველობა, ჩვენი პატრიოტიზმი არის თავისუფლება, დემოკრატია, ევროპა! თუ ვინმეს ლუსტრაცია და გამჭვირვალეობა სჭირდება ქვეყანას, ეს კრემლის აგენტურაა! "ოცნების" რუსული საქართველოს დასასრული გუშინ დაიწყო და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ! დააბრუნეთ სასწრაფოდ ჩვენი დაკავებული შვილები და მეგობრები! დაასრულეთ სასწრაფოდ ეს სამარცხვინო რუსული კანონები!" - ასეთოა ლოზუნგები და მოთხოვნები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე
თბილისის გარდა, რუსული გავლენების საწინააღმდეგო აქციები იმართება ქუთაისსა და ბათუმშიც. "ქართული ოცნების" რუსული ცრემლის არ გვჯერა!", აცხადებენ მომიტინგეები.
აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
ისინი ხელისუფლებისგან ე.წ. აგეტების შესახებ კანონპროექების გაწვევასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.