Accentnews.ge
პირველი ქვეყნები, რომლებიც უკრაინას MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან

პირველი ქვეყნები, რომლებიც უკრაინას MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან

09/03/2023 15:22:02 ევროპა

სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა დაწერა სოციალურ ქსელში.

ნადმა გაიხსენა წინა დღით პოლონელ კოლეგა მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შინაარსი და განაცხადა, „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“

მას ვადები არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ მის ქვეყანას იმედი აქვს, რომ გერმანიისგან, ან ნატოს წევრი სხვა ქვეყნისგან, კომპენსაციას მიიღებს.

სლოვაკეთი და პოლონეთი პირველი ქვეყნები იქნებიან, რომელიც უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S