Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა

09/03/2023 05:41:54 მსოფლიო

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის და სხვა ოლქებში.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ მარჩენკოს ინფორმაციით, მასირებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი სახლები. მარჩენკომ ოდესის ოლქის მცხოვრებთ მიმართა, თავშესაფრებში დარჩნენ.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 15-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ხარკოვის და ხარკოვის ოლქის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S