
CNN - "აგენტების" შესახებ კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას
09/03/2023 05:00:01 საზოგადოება
CNN თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას.
„კანონპროექტს ადარებენ რუსეთში მიღებულ დრაკონულ კანონებს და უფლებადამცველი ჯგუფების მას გმობენ, როგორც ქვეყანაში ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობას. მოვლენებმა მასობრივი არეულობა გამოიწვია, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თბილისის პარლამენტის შენობის წინ, რომლებიც აფრიალებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის დროშებსაც”, - იუწყება გამოცემა.
CNN–ის შეფასებით, კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას.
„კანონპროექტს ფართოდ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას საშინელი გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებული არასამთავრობო და საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის. ეს ასევე შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი „შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“ და შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, -იუწყება CNN.