
სპეცრაზმმა რუსთაველზე დაშალა მომიტინგეები, მიმდინარეობს დაკავებები
09/03/2023 02:12:03 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტთან" დემონსტრანტების მიერ მოწყობილი ბარიკადები სპეცრაზმმა და სპეციალურმა ტექნიკამ გაარღვია. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლს, მხუთავ აირს და წიწაკის აეროზოლს.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სათითაოდ მისდევენ და აკავებს დემონსტრანტებს. დევნის ოპერაცია ამჟამად მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, ვინაიდან დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.
რუსთაველზე აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.