Accentnews.ge
სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო

სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო

08/03/2023 19:31:43 საზოგადოება

სპეცრაზმმა პარლამენტის შენობასთან შეკრებილების დაშლა დაიწყო. მომიტინგეების წინააღმდეგ ხდება როგორც წყლის ჭავლის, ისე ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენება.

ძალოვანები აქციის მონაწილეებს ორივე გვერდითა ქუჩიდან - ჭიჭინაძიდან და ჩიტაძიდან კვლავ რუსთაველის გამზირისკენ დევნიან, რათა ჩაშალონ პარლამენტის ალყაში მოქცევის გეგმა, რომელმაც ნახევარი საათის წინ აქციაზე გაიჟღერა.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.

პარლამენტთან ამ წუთებში სიტუაცია დაძაბულია.

დემონსტრანტები სპეცრაზმელებისგან თავს რკინის ჯებირებით იცავენ.

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, 9 აპრილის ქუჩაზე მამაკაცი გაზით ინტოქსიკაციის შემდეგ უგონოდაა, მის დახმარებას მედიკოსები ცდილობენ. არიან სხვა დაშავებულებიც, რომელთაც ამ ქუჩაზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების მხოლოდ ერთი ეკიპაჟი ემსახურება.

ცრემლსადენი გაზი გაუშვეს პარლამენტის წინა ტერიტორიაზეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S