
სპეცრაზმი მომიტინგეების მიმართულებით დაიძრა, იყენებენ წყლის ჭავლსაც
08/03/2023 19:19:08 საზოგადოება
სპეცრაზმი იმ მომიტინგეების მიმართულებით დაიძრა, რომლებიც პარლამენტის მარცხენა შესასვლელთა იყვნენ მობილიზებულნი და ამცირებს დისტანციას მათსა და დემონსტრანტებს შორის.
სპეცრაზმს მოჰყვება წყლის ჭავლის მანქანა.
თავად მომიტინგეებმა პარლამენტის შესასვლელთან მოხსნილი რკინის ჯებირები გადმოიტანეს და ამ საშუალებით ცდილობენ წყლის ჭავლისგან თავის დაცვა.
სავარაუდოდ, "რობოკოპების" მიზანია, მომიტნგეები რუსთაველის გამზირზე დააბრუნოს.