Accentnews.ge
პარლამენტის შესასვლელებთან ვითარება დაძაბულია

პარლამენტის შესასვლელებთან ვითარება დაძაბულია

08/03/2023 19:00:54 საზოგადოება

პარლამენტის შენობის ზედა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. დემონსტრანტებმა მეტალის ჯებირი მოხსნეს, რომელიც სამართალდამცველებს ჰქონდათ დამონტაჟებული და მიუახლოვდნენ პარლამენტის ჭიშჭკარს.

სპეცრაზმი წყლის ჭავლს ინტენსიურად იყენებს დემონსტრანტების მისამართით პარლამენტის ეზოდან. ჯერ–ჯერობით დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორს ფიზიკური კონტაქტი არაა. ვითარება დაძაბულია პარლამენტის მეორე შესასვლელთან – ჩიტაძის ქუჩის მხრიდან.

ისმის შეძახილი, „შენობა ოკუპირებულია“.

"ჩვენ - ხალხს, გვინდა ღირსეული, ნამდვილი, ქართული პოლიცია და არა ბიძინასი! გამოვიდეს პოლიცია, გამოვიდნენ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარომადგენლები და დადგნენ ჩვენს გვერდში - ქართველი ხალხის გვერდში, იმის მაგივრად, რომ გვიპირისპირდებოდნენ! ისინიც ჩვენი ხალხის ნაწილია ყველა და არა ბიძინას კუთვნილება! დადექით ჩვენს გვერდში - ჩვენიანები ხართ და ამ უნდა იდგეთ იმ ქვეყნის მომავლისთვის, რომელსაც უნდა ემსახურებოდეთ და არა ბიძინას! ჩვენი დაპირისპირება სწორედაც რომ ბიძინას ფანდია - ნუ აჰყვებით!",– მიმართავდა მოქალაქე პოლიციელებს.

იუწყებიან, რომ პოლიციელთა დამატებითი ძალების მობილიზება ხდება პარლამენტთან.

"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძემ, რომელმაც მოქალაქეებს პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ მოუწოდა, მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობს.

მისი ქმით, ბევრი პროვოკაცორია შემოგზავნილი, ასევე, გაბრაზებულები არიან ადამიანები, მაგრამ მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება:

"უაღრესად მნიშვნელოვაია, ჩვენი პროტესტი იყოს მშვიდობიანი და ყველას აისკენ მოვუწოდებ! შემოსული იქნება არაერთი პროვოკატორი, ხალხიც ძალიან გაბრაზებულია!ყველას ვთხოვ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე - ეს ძალზე მნიშვნელოვანია!"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S