Accentnews.ge
გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტებს პარლამენტის პიკეტირება შესთავაზა

გიორგი ვაშაძემ დემონსტრანტებს პარლამენტის პიკეტირება შესთავაზა

08/03/2023 18:14:29 პოლიტიკა, საზოგადოება

„სტარტეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაძაძემ აქციაზე განაცხადა, რომ წაყელებული მოთხოვნები ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა, ამიტომ, მომიტინგეებს შემდეგი წინადადებები შესთავაზა:

„დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქიოთ ალყაში. ეს გავაკეთო მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას, არ დაუპირისპირდეს მოქალაქეებს. განვლაგდეთ პარლამენტის გარემო.

მეორე – ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. მოგვიწევს, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინო პარლამენტის პიკეტირება, ვიდრე ისინი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ“,– განაცხადა ვაშაძემ.

მომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელებისკენ დაიძრა, თუმცა ამ ეტაპზე პოლიცია არ რეაგირებს. სკანდირებენ, "საქართველო!". თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი რჩება პარლამენტის შენობის წინ.

მანამდე აქციაზე ვაშაძემ ორი მოთხოვნა დააჟღერა, „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვიოს „აგენტების“ შესახებ კანონპროექტები და გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S