
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ორმა მთავარმა მოთხოვნამ გაიჟღერა
08/03/2023 17:01:31 საზოგადოება
„აგენტების“კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს პროდასავლური კურსის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, ორმა მთავარმა მოთხოვნამ გაიჟღერა:
- გაიწვიონ პარლამენტიდან „აგენტების“ შესახებ კანონპროექტი;
- გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებულები.
როგორც აღინიშნა, ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 1 საათი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საინიციატოვო ჯგუფი გააჟღერებს სამოქმედო გეგმავს.
რუსთაველის გამზირზე ამჟამად მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პარლამენტის მიერ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გასაპროტესტებლად, ფიქრობენ რა, რომ ეს კანონი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები, საქართველოს აახლოებს რუსეთთან და აშორებს ევროპისგან. 7 მარტს მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი.
შსს–ს ცნობით, ამჟამად ჯამში 76 ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული მუხლით, თუმცა რიგი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.